ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაშისკართან, მთის ფერდობიდან ღელეს მიმართულებით, მიწის მასა და ხეები ჩამოიშალა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ადილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
"მეწყრული პროცესების მძიმე შედეგების განვითარების პრევენციის მიზნით, ყველა შესაბამისი აღჭურვილობითა და სპეცტექნიკით, ადგილზე დაუყოვნებლივ მობილიზდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს, ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტების ჯგუფები.
ასევე, ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები.
პრევენციული ღონისძიების ფარგლებში, ყველა შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით კოორდინირებულად მიმდინარეობს აქტიური გაწმენდითი სამუშაოები",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, &...
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალო...
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქ...
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამა...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართვ...
Mana press