უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერთიანებული ძალების, საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ძალებისა და სახმელეთო ჯარების ახალი მეთაურების დანიშვნის შესახებ განკარგულებები გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ზელენსკიმ სახმელეთო ჯარების ხელმძღვანელად ალექსანდრ სირსკის ნაცვლად, ალექსანდრ პავლიუკი დანიშნა.
განკარგულების თანახმად, გაერთიანებული ძალების მეთაურის პოსტიდან სერგეი ნაევი გათავისუფლდა და მის ადგილზე იური სოდოლი დაინიშნა.
პრეზიდენტმა ასევე მიიღო გადაწყვეტილება, საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ჯარების მეთაურად იგორ სკიბიუკი დაენიშნა. მანამდე აღნიშნულ პოსტს მაქსიმ მირგოროდსკი იკავებდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press