დღეს, 12 თებერვალს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მთავრობის ახალი შემადგენლობით პირველ სხდომას გამართავს.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე 1-ელ თებერვალს, პარტიის რიგით მე-8 ყრილობაზე ოფიციალურად წარადგინა.
8 თებერვალს, საქართველოს პარლამენტმა მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ასევე, სამთავრობო პროგრამას "ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის" ნდობა გამოუცხადა. კანონმდებლებმა გადაწყვეტილება პლენარულ სხდომაზე 84 ხმით 10-ის წინააღმდეგ მიიღეს.
მმართველი პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ აღნიშნულ თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილი შეცვალა, რომელიც თავის მხრივ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ყურადღება &b...
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
Mana press