Foto

ბორელი აშშ-ს სთავაზობს, რომ ისრაელის სამხედრო დახმარების საკითხს გადახედოს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აშშ-ს სთავაზობს, რომ ისრაელის სამხედრო დახმარების საკითხს გადახედოს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც ბორელი აღნიშნავს, თუ საერთაშორისო საზოგადოებას სჯერა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება, უნდა დაიწყოს მსჯელობა იარაღის მიწოდების შეჩერებაზე.

„თუ ფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება, თქვენ შეგიძლიათ ისრაელს ნაკლები იარაღი მიაწოდოთ. თუ საერთაშორისო საზოგადოებას სჯერა, რომ ეს არის ხოცვა და ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება, იქნებ, იარაღის მიწოდების შეჩერებაზე უნდა ვიფიქროთ“, - განაცხადა ბორელმა.