ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინის დაფინანსების კანონპროექტს მხარი დაუჭირა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, კანონპროექტს მხარი 70-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 29 წავიდა.
როგორც გამოცემა წერს, კანონპროექტი ახლა წარმომადგენელთა პალატაში გადაიგზავნება.
„წლებია, შესაძლოა, ათწლეულებიც კი, სენატს არ მიუღია ასეთი კანონპროექტი, რომელიც ასე ძალიან ახდენს გავლენას არა მხოლოდ ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებაზე, არამედ ჩვენი მოკავშირეებისა და დასავლეთის დემოკრატიაზე“, - განაცხადა სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა.
აღსანიშნავია, რომ დახმარების პაკეტი უკრაინისთვის, ისრაელისთვის და ტაივანისთვის 95,3 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს, საიდანაც უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარი, ისრაელისთვის 14 მილიარდი, ღაზას, უკრაინისა და დასავლეთ სანაპიროს ჰუმანიტარული დახმარებისთვის 9 მილიარდი და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის მოკავშირეების მხარდასაჭერად 4,8 მილიარდი დოლარი გამოიყოფა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press