ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი რუსეთის მიერ ძებნილთა სიაში შეყვანის საკითხს გამოეხმაურა.
როგორც კალასი აღნიშნავს, აღნიშნულის გამო ის გაჩერებას არ აპირებს და უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას გააგრძელებს.
„ყოველთვის ვამბობდი, რომ რუსეთის ინსტრუმენტები არ შეცვლილა. ისტორიის განმავლობაში რუსეთი თავის რეპრესიებს ფარავდა ე.წ. სამართალდამცავი ორგანოებით. ეს ვიცი ჩემი ოჯახის ისტორიიდან, როდესაც ბებია და დედაჩემი ციმბირში გადაასახლეს, სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა დაკავების ორდერი გასცა“, - განაცხადა კალასმა.
ცნობისთვის, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასზე ძებნა გამოაცხადა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press