მოსკოვმა უკრაინაზე კიდევ ერთი დიდი შეტევა შესაძლოა, მარტში, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყოს, - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
ბორელი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, ითანამშრომლონ თავდაცვის კომპანიებთან და პრიორიტეტულად მიიჩნიონ უკრაინაში იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდება.
„თუმცა, ისინი ამას ვერ შეძლებენ ჩვენი მხარდაჭერის გარეშე, რომელიც სასწრაფოდ უნდა გაიზარდოს. ის, რასაც ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გააკეთებენ უახლოეს თვეებში, რათა უკრაინას მიაწოდონ ინსტრუმენტები რუსული თავდასხმის წინააღმდეგ, გადამწყვეტი იქნება უკრაინის და ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა ბორელმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press