Foto

სირსკი - უკრაინის არმია შეტევითი მოქმედებებიდან თავდაცვაზე გადავიდა

უკრაინის არმია შეტევითი მოქმედებებიდან თავდაცვაზე გადავიდა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა.

როგორც სირსკი აღნიშნავს, მთავარი მიზანი რუსეთისთვის მაქსიმალური დანაკარგების მიყენებაა.

"რუსული არმია ახლა მთელ ფრონტზე მიიწევს წინ, სიტუაციას შეიძლება ვუწოდოთ გართულებული. უკრაინის არმია შეტევითი მოქმედებებიდან თავდაცვაზე გადავიდა, რომლის მიზანია რუსეთის ფედერაციისთვის მაქსიმალური დანაკარგების მიყენება", - განაცხადა სირსკიმ.