Foto

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე თამილა ბარკალაიას ირაკლი მხეიძე შეცვლის

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, თანამშრომლებს ახალი მოადგილე ირაკლი მხეიძე წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

უწყების ცნობით, ირაკლი მხეიძე თამილა ბარკალაიას შეცვლის.

"უწყების ხელმძღვანელმა მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. 

ზურაბ აზარაშვილმა თამილა ბარკალაიას, რომელიც მინისტრის  მოადგილის თანამდებობას 7 წლის განმავლობაში იკავებდა, ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე  ირაკლი მხეიძე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის პოზიციას იკავებდა. მანამდე კი, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ხელმძღვანელობდა",- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.