უკრაინელებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეძლეს, - ასე გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსული სადესანტო ხომალდის, "ცეზარ კუნიკოვის" ჩაძირვას.
როგორც სტოლტენბერგი აღნიშნავს, მომხდარი არის დიდი მიღწევა და გამარჯვება.
"ასე რომ, ახლა უკრაინას შეუძლია მარცვლეულისა და სხვა საქონლის ექსპორტი მსოფლიო ბაზარზე. სულ რამდენიმე თვის წინ ცოტას სჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ ახლა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი რეალურად ხდება, მიუხედავად რუსეთთან შეთანხმების არარსებობისა. ეს აჩვენებს უკრაინის შეიარაღებული ძალების უნარებსა და კომპეტენციას. ეს, უპირველეს ყოვლისა, მათი ქმედებების, უნარების, გამბედაობის შედეგია, მაგრამ რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია ნატოს მოკავშირეების დახმარება და მხარდაჭერა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ცნობისთვის, უკრაინელმა სამხედროებმა შავ ზღვაში რუსეთის სადესანტო გემი ჩაძირეს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press