საგანგაშო მდგომარეობაა ხულოში, შუახევში, ქედაში, სადაც ახლაც მძვინვარებს ფაქტობრივად სტიქია. მოვითხოვთ, სპეციალისტებთან ერთად მოხდეს კონკრეტული სტიქიის ზონების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების გასაჯაროება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
როგორც ხაბეიშვილი აცხადებს, აღნიშნულის პარალელურად ადამიანები უნდა იყვნენ უსაფრთხო ადგილას გადაყვანილები და დახმარებით უზრუნველყოფილები.
„კიდევ ერთხელ მინდა სამძიმარი გამოვუცხადო სტიქიით დაღუპულთა ოჯახებს და მინდა კონკრეტული ინფორმაცია ვამცნო, მათ შორის ხელისუფლებას. მაღალმთიან აჭარაში საგანგებო მდგომარეობაა ფაქტობრივად, უმძიმესი მდგომარეობაა ხულოში, შუახევში, ქედაში, იქ, სადაც ახლაც მძვინვარებს ფაქტობრივად სტიქია. ასობით ჩვენი თანამოქალაქე ელოდება ხელისუფლების მხრიდან მზრუნველობას, დახმარებას და მათთვის უსაფრთხო ადგილის შეთავაზებას. ახლა, როცა ბრიფინგს ვმართავთ, ამ წუთასაც რამდენიმე ასეული ოჯახი ცხოვრობს ისეთ სახიფათო ადგილას სტიქიის ზონაში, სადაც მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლისთვის არის სახიფათო, ამიტომ უმნიშვნელოვანესია ხელისუფლებამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები და ამ ადამიანებს გაუწოდოს დახმარების ხელი.
ჩვენი მთავარი მოთხოვნა მდგომარეობს შემდეგში- სპეციალისტებთან ერთად მოხდეს კონკრეტული სტიქიის ზონების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების გასაჯაროება, ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, ადამიანები უნდა იყვნენ უსაფრთხო ადგილას გადაყვანილები და უზრუნველყოფილები დახმარებით, არა ისე, როგორც ხელისუფლება აკეთებს ხოლმე მინიმალურს, არამედ ღირსეულად, რომ ამ ადამიანებმა გააგრძელონ ცხოვრება ღირსეულ პირობებში და ჩვენის მხრივ, ცხადია ჩვენი აჭარის ორგანიზაცია, აჭარის უმაღლეს საბჭოში ჩვენი წარმომადგენლობა, ადგილობრივ თვითმმართველობებში ეს იქნება შუახევი, ხულო თუ ქედა, ცხადია მზად ვართ ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გამო მათთან ერთად ვიმუშაოთ, მათ დავეხმაროთ ამ პრობლემების მოგვარებაში და თუ ჩვენი მხრიდან რაიმე მხარდაჭერა დაჭირდება, მზად ვართ ვემსახუროთ ჩვენს ხალხს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press