როგორც ჩანს, სომხეთს დაავიწყდა ყარაბაღის მეორე ომის შედეგები ან შესაძლოა, ვინმემ წააქეზა, არ შეასრულონ ვალდებულებები, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ალიევი აღნიშნავს, დროთა განმავლობაში აზერბაიჯანი კვლავ გახდა მის მიმართ მორიგი ტერიტორიული პრეტენზიების მოწმე.
„სომხეთმა და მათ, ვინც მის სამხედრო მხარდაჭერას უზრუნველყოფს, უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ არაფერი შეგვაჩერებს. თუ ჩვენს წინააღმდეგ ტერიტორიული პრეტენზიები არ დასრულდება, თუ სომხეთი თავის კანონმდებლობას არ მოიყვანს ნორმალურ მდგომარეობაში, მაშინ ბუნებრივია, რომ მშვიდობიანი შეთანხმება არ იქნება“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press