აშშ გააგრძელებს უკრაინის გვერდით მტკიცედ დგომას და პუტინის იმპერიალისტური აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის პრინციპული ბრძოლის მხარდაჭერას, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა რამშტაინის ფორმატის უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის რიგით მე-19 სხდომაზე განაცხადა.
როგორც ოსტინი აღნიშნავს, უკრაინის მხარდაჭერა საკონტაქტო ჯგუფის წევრი ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში შედის.
„კრემლი კვლავ დებს ფსონს იმაზე, რომ ჩვენ, ყველა დავკარგავთ ინტერესს უკრაინისადმი, რომ ჩვენი მხარდაჭერა შესუსტდება და შემცირდება, თუმცა მე მტკიცედ ვარ განწყობილი, როგორც არასდროს და ვიცი, რომ თქვენც. ეს საკონტაქტო ჯგუფი რჩება მტკიცე, შეუპოვარი და მყარი. ეჭვი არ შეგეპაროთ, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის გვერდით მტკიცედ დგომას და ამერიკა გააგრძელებს პუტინის იმპერიალისტური აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლის მხარდაჭერას“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press