ე.წ. „ციანიდის“ საქმეზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე გაათავისუფლეს. აღნიშნულ ინფორმაციას დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე ავრცელებს.
როგორც თორნიკე მამალაძემ "მთავარ არხთან" საუბრისას აღნიშნა, მისთვის უცნობია, რის საფუძველზე გაათავისუფლეს დეკანოზი გიორგი.
ხოლო, ადვოკატი გიორგი ფანცულაია აცხადებს, რომ დეკანოზი პატიმრობიდან ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა.
"7-წლიანი ტანჯვისა და ლოდინის შემდეგ ჩემი ძმა დეკანოზი გიორგი თავისუფალია", - წერს თორნიკე მამალაძე.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. „ციანიდის“ საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალად "მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა" ედებოდა.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press