ჩვენ არ შეგვიძლია, გვქონდეს იგივე დამოკიდებულება, როგორც რუსებს აქვთ. მირჩევნია რომელიმე პოზიციის დატოვება, ვიდრე დავუშვა მთელი პირადი შემადგენლობის დაღუპვა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.
როგორც სირსკი აღნიშნავს, უკრაინის მთავარი ღირებულება ჯარისკაცების და ოფიცრების სიცოცხლეა.
„თავდაცვითი ოპერაციის მიზანია მოწინააღმდეგის ძალების გამოფიტვა, მათთვის მაქსიმალური დანაკარგების მიყენება, ჩვენი სიმაგრეების გამოყენება, ტექნიკური თვალსაზრისით ჩვენი უპირატესობების, კერძოდ, უპილოტო საფრენი აპარატების და ელექტრონული ომის საშუალებების. ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი ტაქტიკა. მთავარი ღირებულება ჩვენი ჯარისკაცების და ოფიცრების სიცოცხლეა, იმ ქვედანაყოფების, რომლებიც ასრულებენ საბრძოლო მისიებს. ჩვენ არ შეგვიძლია, გვქონდეს იგივე დამოკიდებულება, როგორც რუსებს აქვთ. მირჩევნია რომელიმე პოზიციის დატოვება, ვიდრე დავუშვა მთელი პირადი შემადგენლობის დაღუპვა“, - განაცხადა სირკიმ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press