ერთადერთი, რის გამოც შეგვიძლია ვინანოთ, არის ის, რომ უკრაინაში აქტიური მოქმედებები უფრო ადრე არ დავიწყეთ, რადგან გვჯეროდა, რომ საქმე წესიერ ადამიანებთან გვქონდა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა Россия 1-თან ინტერვიუში განაცხადა.
პუტინის თქმით, რუსეთი უკრაინაში ომის დასრულებას ცდილობს.
"ომი ჩვენ არ დაგვიწყია, ჩვენ მხოლოდ მის შეწყვეტას ვცდილობთ. პირველ ეტაპზე ეს მშვიდობიანი გზით, მინსკის შეთანხმებებით ვცადეთ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, აქაც მოგვატყუეს", - განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, ნატო აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტია და "თუ ისინი ფიქრობენ, რომ ის არ სჭირდებათ, ეს მათი გადაწყვეტილებაა".
„ვფიქრობ, რომ ნატო საერთოდ არაფერ შუაშია, აზრი არ აქვს. აზრი მხოლოდ ერთია - ეს არის აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი. მაგრამ თუ აშშ მიიჩნევს, რომ მას ეს ინსტრუმენტი არ სჭირდება, ეს მათი გადაწყვეტილებაა. აშშ და ევროპა თავად უნდა გაუმკლავდნენ თავდაცვის ხარჯებს", - დასძინა პუტინმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press