Foto

სტოლტენბერგი - უკრაინის დახმარება არ არის ქველმოქმედება, არამედ ეს ინვესტიციაა ალიანსის უსაფრთხოებაში

უკრაინის დახმარება არ არის ქველმოქმედება, არამედ ეს ინვესტიციაა ალიანსის უსაფრთხოებაში, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

იენს სტოლტენბერგმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის კონგრესი უკრაინის დახმარების პაკეტს დაამტკიცებს.

„მე მივესალმები, რომ ნატოს მოკავშირეები უკრაინის მხარდაჭერას ზრდიან, მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემას და აღჭურვილობას აწვდიან. მივესალმები ევროკავშირის გადაწყვეტილებას, გამოუყოს 50 მილიარდი ევრო უკრაინას და ველოდები, რომ აშშ-ის კონგრესი შეთანხმდება უკრაინის დახმარების პაკეტზე, რადგან უკრაინის დახმარება არ არის ქველმოქმედება. ეს არის ინვესტიცია ჩვენს უსაფრთხოებაში“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.