აზერბაიჯანი სომხეთის მიმართ სამხედრო იძულების პოლიტიკის გატარებას კვლავ ცდილობს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
როგორც ფაშინიანი აღნიშნავს, აზერბაიჯანის მხრიდან გაჟღერებული განცხადებები სომხეთის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის დარღვევა და ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევაა.
„კომენტირების მცდელობას, რომ სომხეთის კანონმდებლობაში არის რაიმე დებულება, რომელიც ხელს უშლის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას, არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. როგორც უკვე ვთქვი, სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების დროს სომხეთმა და აზერბაიჯანმა მიაღწიეს შეთანხმებას მთელ რიგ მუხლებზე და ერთ-ერთი მათგანია, რომ მხარეებს არ შეუძლიათ, მიმართონ თავიანთ კანონმდებლობას სამშვიდობო ხელშეკრულების რომელიმე დებულების შესრულებაზე უარის თქმის მიზნით. შესაბამისად, სომხეთის კანონმდებლობაში არ არსებობს დებულება, რომელიც აფერხებს სამშვიდობო ხელშეკრულების განხორციელებას. ეს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ საექსპერტო შეფასებაა“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press