ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა რამშტაინის ფორმატის მე-19 შეხვედრაზე უკრაინაში M113 ჯავშანტექნიკის და სხვა აღჭურვილობების სწრაფი გადაცემის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მისი თქმით, ომში მყოფ ქვეყანაში გაიგზავნება M113 ჯავშანტექნიკა, რომელთაგან ორი სანიტარიულ მანქანად გადაკეთდა. ასევე, უკრაინას გადაეცემა რამდენიმე სახანძრო და თოვლის გამწმენდი მანქანა, პერსონალის გადამზიდი და სხვა აღჭურვილობა, მათ შორის ორი მსუბუქი გემი, ელექტროგენერატორი და წყლის გამწმენდი.
ამავდროულად, რობლესმა ესპანეთში უკრაინის სამხედრო წვრთნების "ძალიან კარგი ტემპი" შეაფასა და აღნიშნა წვრთნების ხარისხი, რომელიც Patriot, NASAMS და Hawk სისტემების გამოყენებას მოიცავს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press