Foto

პუტინი - რუსეთისთვის ჯო ბაიდენის პრეზიდენტობა უფრო კარგი იქნება, ვიდრე დონალდ ტრამპის

რუსეთისთვის აშშ-ში ჯო ბაიდენის პრეზიდენტობა უფრო კარგი იქნება, ვიდრე დონალდ ტრამპის, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

როგორც პუტინმა აღნიშნა, რუსეთი აშშ-ის ნებისმიერ ლიდერთან იმუშავებს, რომელიც ამერიკელი ხალხის ნდობას მოიპოვებს.

„ის [ბაიდენი] უფრო გამოცდილი ადამიანია, ის პროგნოზირებადია და ის ძველი ფორმირების პოლიტიკოსია“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.