შეძრწუნებული ვარ სახაროვის პრემიის ლაურეატის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებით, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
როგორც მეცოლა აღნიშნავს, რუსეთმა ნავალნის წაართვა თავისუფლება და სიცოცხლე, მაგრამ ვერ წაართვა ღირსება.
„მსოფლიომ დაკარგა მებრძოლი, რომლის გამბედაობაც თაობების განმავლობაში იპოვის გამოძახილს. შეძრწუნებული ვარ სახაროვის პრემიის ლაურეატის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებით. რუსეთმა წაართვა მას თავისუფლება და სიცოცხლე, მაგრამ ვერ წაართვა ღირსება. დემოკრატიისთვის მისი ბრძოლა გრძელდება“, - წერს მეცოლა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press