ძალიან შეწუხებული და დამწუხრებული ვარ ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ცნობით, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ეს არის შეხსენება, თუ რა არის პუტინი და მისი რეჟიმი.
„პუტინს საკუთარ ხალხში უთანხმოების გარდა არაფრის ეშინია. ეს არის საშინელი შეხსენება იმისა, თუ რა არის პუტინის რეჟიმი. მოდით გავერთიანდეთ ჩვენ ბრძოლაში, რათა დავიცვათ მათი თავისუფლება და უსაფრთხოება, ვინც გაბედავს ავტოკრატიის წინააღმდეგ წინსვლას“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press