ყველამ დიდი ხანია დაივიწყა, მის მოკვლას აზრი არ ჰქონდა, - ასე ეხმაურება რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების ფაქტს.
როგორც სიმონიანი აღნიშნავს, წინასაარჩევნოდ ალექსეი ნავალნის მოკვლა საპირისპირო ძალებისთვის იქნებოდა სასარგებლო.
"ველოდებოდი, ვინ იტყოდა პირველი, რომ ეს "პოლიტიკური მკვლელობა" იყო. როგორც ჩანს, Guardian პირველია. მაგრამ ოსკარი მაინც ლატვიაში მიდის - მათ ამას "ბრუტალური მკვლელობა" უწოდეს. არც კი დავიწყებ მათთვის იმის ახსნას, რომ ყველამ დიდი ხანია დაივიწყა, რომ აზრი არ ჰქონდა მის მოკვლას, მითუმეტეს, წინასაარჩევნოდ, რომ ეს სრულიად საპირისპირო ძალებისთვის იქნებოდა სასარგებლო. რატომ ხსნიან, როცა უკვე მშვენივრად იციან ეს ყველაფერი", - წერს სიმონიანი Telegram-ზე.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press