უკრაინამ და გერმანიამ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს.
ხელმოწერის ცერემონია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის და გერმანიის ფედერალური კანცლერის, ოლაფ შოლცის მონაწილეობით გაიმართა.
როგორც გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, მან უკრაინის პრეზიდენტთან უსაფრთხოების გრძელვადიანი ვალდებულებების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.
„ისტორიული ნაბიჯი. გერმანია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსული აგრესიული ომის წინააღმდეგ“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press