რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინმა ნავალნის მკვლელობაში დასავლეთი დაადანაშაულა.
როგორც დუმის სპიკერი აღნიშნავს, ნავალნის სიკვდილში დამნაშავეები არიან ნატოს გენერალური მდივანი იენსტ სტოლტენბერგი, აშშ-ის ხელმძღვანელობა, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
„ყველა მათგანი, მათი სახელები კარგად არის ცნობილი: ნავალნის სიკვდილში დამნაშავეები არიან ნატოს გენერალური მდივანი და აშშ-ის ხელმძღვანელობა, შოლცი, სუნაკი და ზელენსკი. სწორედ ისინი, ვინც მიიღეს უამრავი წარუმატებელი გადაწყვეტილებები და მიჯაჭვულნი არიან თავიანთ პოზიციებზე, სარგებლობენ მისი სიკვდილით“, - განაცხადა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press