ნავალნის გარდაცვალებაზე პუტინს პასუხი უნდა ვაგებინოთ, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა, დევიდ კამერონმა განაცხადა.
როგორც კამერონი აღნიშნავს, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი რუსეთმა დააპატიმრა, გააყალბა მის წინააღმდეგ ბრალდებები, მოწამლა, გააგზავნა არქტიკის კოლონიაში, სადაც ტრაგიკულად გარდაიცვალა.
„ალექსეი ნავალნი იყო წარმოუდგენლად მამაცი მებრძოლი კორუფციის წინააღმდეგ და მან დათმო ყველაფერი იმის დასაცავად, რისიც სწამდა. მე თანავუგრძნობ მის ცოლსა და ოჯახს. ჩვენ მკაფიოდ უნდა ვთქვათ, თუ რა მოხდა აქ. პუტინის რუსეთმა დააპატიმრა ის, გააყალბა მის წინააღმდეგ ბრალდებები, მოწამლა, გააგზავნა არქტიკის კოლონიაში და ახლა ის ტრაგიკულად გარდაიცვალა. ჩვენ ამისთვის პუტინს პასუხი უნდა ვაგებინოთ. არავის ეჭვი არ უნდა შეეპაროს პუტინის რეჟიმის საშინელ ბუნებასთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც ახლა მოხდა“, - განაცხადა დევიდ კამერონმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press