გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი აცხადებს, რომ შეძრწუნებულია ალექსეი ნავალნის სიკვდილით და საქმის დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გაეროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ თუ ვინმე სახელმწიფოს პატიმრობაში იღუპება, ამაზე პასუხისმგებელი სწორედ სახელმწიფოა.
"პასუხისმგებლობის უარყოფა შესაძლებელია მხოლოდ დამოუკიდებელი ორგანოს მიერ განხორციელებული მიუკერძოებელი, საფუძვლიანი და გამჭვირვალე გამოძიების გზით", - ნათქვამია გაეროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press