ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებები მიუღებელია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
როგორც პესკოვი აღნიშნავს, გარდაცვალების მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
"გარდაცვალების მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ არის. და არის ასეთი განცხადებები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მსგავსი განცხადებები აბსოლუტურად მიუღებელია. ასე ვეკიდებით ამ განცხადებებს", - განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press