ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე რუსეთის ქალაქებში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია უფლებადამცველ ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, სტიქიური აქციები რუსეთის რვა ქალაქში გაიმართა და პოლიციამ მოქალაქეები დააკავა მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, კრასნოდარში, ტვერში, ტაგანროგში, ნიჟნი ნოვგოროდში, როსტოვსა და მურმანსკში.
ყველაზე მეტი, 52 ადამიანი ქალაქ პეტერბურგში დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press