უკრაინამ და საფრანგეთმა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება გააფორმეს, - ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა თავის უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც მაკრონი აღნიშნავს, ეს შეთანხმება უფრო მეტად აკონკრეტებს იმ ვალდებულებებს, რომლებიც პარიზმა „დიდი შვიდეულის“ წევრებთან ერთად ვილნიუსში ნატოს სამიტზე აიღო.
„ჩვენი მხარდაჭერა არა მხოლოდ გრძელვადიანია, არამედ მას აქვს კოლექტიური განზრახვა, რადგანაც დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ უკვე მოაწერეს ხელი ამ შეთანხმებას. ეს შეთანხმება ასევე ითვალისწინებს 2024 წელს საფრანგეთის მიერ უკრაინისთვის სამი მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების გამოყოფას.
დამატებითი ხელშეკრულება მოიცავს კიევისა და პარიზის სამხედრო თანამშრომლობას, რაშიც იგულისხმება შეიარაღების ერთობლივი წარმოება, უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღებისა და ავიაციის გადაცემა და თანამშრომლობა კიბერუსაფრთხოების განსამტკიცებლად“, - განაცხადა მაკრონმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press