თქვენთან ერთად ვხედავთ, რომ მკვლელი არჩევნებში მონაწილეობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ვინც არჩევნებში ხმას ვლადიმერ პუტინს აძლევს, უნდა გაიაზროს, რომ ხმას მკვლელს აძლევს.
"თქვენთან ერთად ვხედავთ, რომ მკვლელი არჩევნებში მონაწილეობს. ადამიანებმა, ვინც მას ხმას მისცემენ, ნათლად უნდა გაიგონ, რომ მკვლელს აძლევენ ხმას და თავიანთ პრეზიდენტად მკვლელს აირჩევენ. ადამიანებმა, რომლებსაც დღეს ეკონომიკური ურთიერთობა აქვთ ამ კაცთან, უნდა იცოდნენ, რომ ლიდერობის დონის მიუხედავად, სისხლიან ფულს შოულობენ, რადგან მკვლელთან აქვთ კონტრაქტები...მოვლენები გვეუბნება, რომ პუტინი მკვლელია და ეს რიტორიკა არ არის. ეს სიგნალი არ არის. აბსოლუტურად ნათელია, რომ იგი მკვლელია და აქ საიდუმლოებები არ არსებობს", - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press