ევროპის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება აუცილებელია, თუმცა ჩვენ არ გვსურს კონფლიქტი ნატოსა და რუსეთს შორის, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას შოლცმა ასევე ყურადღება გაამახვილა უკრაინაში მიმდინარე ომზე და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე.
„რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში ამზადებდა შეიარაღებულ ძალებს უკრაინაში ომისთვის და მან შექმნა ახალი ლეტალური შეიარაღება და ახალი სისტემები ყველა დონეზე. რუსეთის ეკონომიკა, უკვე მრავალი წელია, ომის რეჟიმში მუშაობს. საკუთარი მიზნების მისაღწევად პუტინმა სრულად დაიქვემდებარა ეკონომიკა, განათლება, მეცნიერება და კულტურა რუსეთში. ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლეს, ვინც რუსეთში აქტიურად მუშაობს თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, საფრთხე ემუქრება. ეს აჩვენა რუსეთის ციხეში ალექსეი ნავალნის სიკვდილის შესახებ გავრცელებულმა ცნობამ“, - განაცხადა შოლცმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press