Foto

უკრაინის საჰაერო ძალების ნაწილებმა ერთდროულად მტრის სამი თვითმფრინავი გაანადგურეს

დღეს დილით, აღმოსავლეთის მიმართულებით უკრაინის საჰაერო ძალების ნაწილებმა ერთდროულად მტრის სამი თვითმფრინავი გაანადგურეს, - ამის შესახებ საჰაერო ძალების სარდალმა, მიკოლა ოლეშჩუკმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჩამოგდებულია 2 SU-34 და ერთი SU-35 ტიპის თვითმფრინავები.

"17 თებერვალს დილით, აღმოსავლეთის მიმართულებით, უკრაინის საჰაერო ძალების ნაწილებმა ერთდროულად გაანადგურეს მტრის სამი თვითმფრინავი. მადლობა, მეომრებო. ერთად - გამარჯვებისკენ!", - განაცხადა საჰაერო ძალების სარდალმა, მიკოლა ოლეშჩუკმა.