საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ქუთაისში ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს.
როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ ექსპრეზიდენტი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ თავისუფალი იყოს.
“საქართველოს მოქალაქის ნომერ პირველი პრობლემა არის უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე და ამის გამოცდილება აქვს პრეზიდენტ სააკაშვილს. ასევე, მნიშვნელოვანია, მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი არჩევნების წინ იყოს თავისუფალი და შესაძლებლობა მიეცეს მის ხალხთან კომუნიკაციის.
თქვენ ხედავთ ასობით ჩვენი თანამოქალაქე სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ადგილებზე მოდის ოფისებში და უერთდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას. ამიტომ, ყველას უნდა ესმოდეს, რომ უმნიშვნელოვანესია, მთავარი ოპოზიციონერი ლიდერის გათავისუფლება და მიცემა შესაძლებლობის, რომ შეხვდეს და აწარმოოს საარჩევნო კამპანია 2024 წლის არჩევნებზე",- ამბობს ხაბეიშვილი.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press