სალომე ზურაბიშვილი, საერთოდ, საზღვარზე არ უნდა გაუშვა საზღვარგარეთ, - ამის შესახებ "ევროპელი სოციალისტების" წარმომადგენელმა, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტის ყველა განცხადება ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართულია.
"სალომე ზურაბიშვილი, საერთოდ, საზღვარზე არ უნდა გაუშვა საზღვარგარეთ იმიტომ, რომ მისი ყველა განცხადება არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული. ჩაკეტილი უნდა იყოს, საქართველოდან არ უნდა გაიშვას", - განაცხადა ინჯიამ.
შეგახსენებთ, რომ 16-18 თებერვალს, გერმანიაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია ჩატარდა, რომელსაც სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ლიდერები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც მიიღო.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press