სომხეთი უკრაინის საკითხში რუსეთის მოკავშირე არ არის, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მიუნხენისა და მეზობელი რეგიონების სომხური თემის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც ფაშინიანი აღნიშნავს, სომხეთის საგარეო პოლიტიკური ამოცანაა, შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.
„ევროკავშირთან და ზოგადად, ყველა ჩვენს დასავლელ პარტნიორთან ურთიერთობაში, მე მნიშვნელობას ვანიჭებ არა მხოლოდ მატერიალურ, არამედ ღირებულებებზე დამყარებულ ურთიერთობებს.
ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირთან დღეს დემოკრატიის წყალობით ვითარდება. ევროკავშირი მხარს გვიჭერს დემოკრატიის საკითხში და ჩვენ ასევე ვსწავლობთ, რა არის დემოკრატია“, - განაცხადა ფაშინიანმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press