ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ისრაელს აფრთხილებენ, რომ ქალაქ რაფაჰზე შეტევა კატასტროფულ შედეგებს მოიტანს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხაილ მარტინმა აღნიშნა, რომ რაფაჰზე თავდასხმა „აბსოლუტურად კატასტროფული და არაკეთილსინდისიერი იქნება".
ამასთან, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ოპერაციის დროს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან აცილება შეუძლებელია.
„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ისრაელზე ზეწოლა, რომ ვაიძულოთ, გაიგოს, რომ რაფაჰის ქუჩებში იმდენად ბევრი ხალხია, მშვიდობიან მოქალაქეებში მსხვერპლის არიდება შეუძლებელი იქნება. ეს კი, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება ჰუმანიტარული სამართლის პატივისცემას“, - განაცხადა ბორელმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press