ღაზაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ჰოლოკოსტთან შედარების გამო, ისრაელმა ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელური მედია Times of Israel ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალება წერს, მომხდარის შემდეგ ბრაზილიის ელჩი ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც დაიბარეს.
„ჩვენ არ დავივიწყებთ და არ ვაპატიებთ. ეს არის სერიოზული ანტისემიტური თავდასხმა. ჩემი და ისრაელის მოქალაქეთა სახელით, გადაეცით პრეზიდენტ ლულას, რომ ისრაელში პერსონა ნონ გრატაა, ვიდრე თავის სიტყვებს უკან არ წაიღებს“, - განუცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისაელ კაცმა ბრაზილიის ელჩს ისრაელში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press