ვლადიმერ პუტინი და მისი რეჟიმი ალექსეი ნავალნის გარდაცვალებაზე პასუხს აგებს, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელმა სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
როგორც ბორელი აღნიშნავს, ევროკავშირი რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას გააგრძელებს.
„ჩვენ ღრმა სამძიმარი გამოვუცხადეთ იულია ნავალნაიას. ვლადიმირ პუტინი და მისი რეჟიმი პასუხს აგებენ ალექსეი ნავალნის გარდაცვალებაზე. როგორც იულიამ თქვა, პუტინი არ არის რუსეთი. რუსეთი არ არის პუტინი. ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას“, - წერს ბორელი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press