რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის თანამოაზრეების ცნობით, პოლიტიკოსის ცხედარს ოჯახს კიდევ ორი კვირა არ გადასცემენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ნავალნის პრესმდივანმა კირა იარმიში აღნიშნავს, ალექსეი ნავალნის დედას და ადვოკატებს გამომძიებლებმა განუცხადეს, რომ პოლიტიკოსის ცხედარს კიდევ ორი კვირა არ გადასცემენ, ვიდრე ექსპერტიზა გრძელდება.
ამასთან ერთად, ოჯახის წევრებს ნავალნის ცხედრის ნახვის საშუალება ამ დრომდე არ ეძლევათ.
„გამომძიებლებმა უთხრეს ალექსეის ადვოკატებსა და დედას, რომ ცხედარს არ გადასცემენ. მას კიდევ 14 დღის განმავლობაში რაღაც „ქიმიური ექსპერტიზა“ უნდა ჩაუტარონ“, - განაცხადა ნავალნის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა.
შეგახსენებთ, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 16 თებერვალს გაავრცელა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press