Foto

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი უკრაინის დახმარების შეფერხებით სარგებლობს

რუსეთი უკრაინის დახმარების შეფერხებით სარგებლობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ფრონტის რამდენიმე ნაწილზე რთული ვითარებაა.

"ახლა ძალიან რთული სიტუაციაა ფრონტის რამდენიმე ნაწილზე - ზუსტად იქ, სადაც რუსულ ჯარებს აქვთ კონცენტრირებული მაქსიმალური რეზერვები. 

ისინი სარგებლობენ უკრაინის დახმარების შეფერხებით. და ეს არის ძალიან ხელშესახები რამ. არტილერიის დეფიციტი. ფრონტის საჰაერო თავდაცვისა და ჩვენი იარაღის უფრო დიდი დიაპაზონის საჭიროება", - განაცხადა ზელენსკიმ.