"საქართველოს ფოსტამ", კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მორიგი პროექტის განხორციელება დაიწყო.
"საქართველოს ფოსტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტი გულისხმობს, საქართველოს მასშტაბით, მაღალმთიან რეგიონებში არსებულ ბაგა-ბაღებში, ბიბლიოთეკების მოწყობას, ლიტერატურის თემატურად შერჩევას, შეძენასა და მაღალმთიანი რეგიონებისთვის მიწოდებას.
"პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. "საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, ამავე ორგანიზაციის თანამშრომლებთან ერთად, ეწვია შემდეგი სოფლების ბაგა-ბაღებს: სტეფანწმინდა, არშა-გარბანი, გუდაური.
აღნიშნული პროექტი განხორციელდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიისა და ამავე მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო-საგანმანათლებლო სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრის მხარდაჭერით.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა, მერის მოადგილემ ტარიელ ხულელიძემ, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრის ხელმძღვანელმა ციცია ქაცაშვილმა. პროექტი ერთი წელი გრძელდება",- ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ეროვნული ნა...
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა საკალათბურთო&nbs...
7 ივლისი იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღეა, რო...
საქართველოს ეროვნული კალათბურთის ყველა ნაკრები ...
5 ივლისი PLUS-ის დაბადების დღეა. ამ დღის აღსანი...
Mana press