ყველაფერი კეთდება, რომ საზოგადოება შეაჩვიონ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალების სცენარს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "კარგად იცის, რომ ეს გადაწყვეტილება მისთვის პოლიტიკური კატასტროფა იქნება".
"სააკაშვილის შეწყალების, პირველ რიგში, მის მეგობრებს ეშინიათ, რომლებმაც მას ჩამოართვეს თანამდებობა. არ არის გამორიცხული, მაქსიმალურად გაზარდონ ზეწოლა პრეზიდენტზე, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღოს. ის, რომ საზოგადოებრივი აზრის მომზადება მიმდინარეობს, სხვადასხვა ადამიანები ეუბნებიან პრეზიდენტს, ოპოზიცია შეიკრიბა, ერთიან მოთხოვნებს აყენებენ, ყველაფერი კეთდება, რომ საზოგადოება შეაჩვიონ შესაძლო შეწყალების სცენარს, თუმცა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ ეს გადაწყვეტილება მისთვის იქნება პოლიტიკური კატასტროფა. მან ერთხელ თქვა ძალიან პრინციპულად - "არა და არასოდეს", მაგრამ დღეს უკვე დგას იმ რეალობის წინაშე, როდესაც ამ განცხადების შეცვლა შეიძლება მოუწიოს. სწორედ მისი ლიდერობით, ჩვენ 8-ჯერ 9-ჯერ დავამარცხეთ ეს პოლიტიკური ძალა. ასე რომ, მასთან ერთად, თუ მის გარეშე "ნაციონალური მოძრაობა" მაინც არ შეიცვლის შინაარსს. ჩვენ მზად ვართ კონკურენტული არჩევნებისთვის", - განაცხადა თალაკვაძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press