შვედეთი უკრაინას დამატებით 630 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს: 10 სადესანტო შემტევ კატერს, 20 სადესანტო კატერს, წყალქვეშა აღჭურვილობას, საჰაერო სისტემებს, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, ნაღმმტყორცნებს, საარტილერიო ჭურვებს, სამედიცინო აპარატურას და სასწრაფო დახმარების მანქანებს.
შვედეთის თავდაცვის მინისტრის, ტობიას ბილსტრომის თქმით, ახალი მხარდაჭერის პაკეტი სპეციალურად უკრაინის საჭიროებების შესაბამისად არის შექმნილი.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონს გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გამოყოფილი დახმარება მეომრების საჭიროებებს აკმაყოფილებს.
"ეს [მხარდაჭერის პაკეტი] არის მნიშვნელოვანი წვლილი უკრაინის მდგრადობაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ და ძლიერი ინვესტიცია ევროპაში მშვიდობისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press