ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ ნატოს გაფართოებასა და ალიანსში ბოსნია-ჰერცეგოვინას, მოლდოვას, საქართველოს და სერბეთს ჩაითრევენ,- ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან გაფართოებულ შეხვედრაზე განაცხადა.
ლუკაშენკოს თქმით, "კოლექტიური დასავლეთის მადა და აქტიურობა მხოლოდ გაიზრდება".
"ჩვენ ფაქტობრივად ვიმყოფებით გაჭიანურებული უმსხვილესი სამხედრო-პოლიტიკური კრიზისის ეპიცენტრში დაშინების ძველი მეთოდების გამოყენებით. კოლექტიური დასავლეთის მადა და აქტიურობა მხოლოდ გაიზრდება, ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ ნატოს გაფართოებას. მათთვის სიტუაცია ხელსაყრელზე მეტია. პირდაპირ ვიტყვი, ზედმეტი დიპლომატიის გარეშე: თითქმის ყველა ევროპელი ლიდერი აშშ-ის ქვეშევრდომად გადაიქცა. ყოველგვარ ეჭვგარეშეა, თუ ვისი პოლიტიკა და ინტერესები დომინირებს ევროკავშირის ტერიტორიაზე. ნატოში ფინეთისა და სადაცაა შვედეთის გაწევრიანება აღმოსავლეთით ექსპანსიის მორიგი ეტაპია. ალიანსში ჩაითრევენ ბოსნია-ჰერცეგოვინას, მოლდოვას, საქართველოს, სერბეთს და ეს ყველაფერი უკრაინის სცენარით იქნება",- თქვა ბელარუსის პრეზიდენტმა.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press