ესტონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული ათი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს.
გავრცელებული ცნობილით, დაკავებულები რუსეთის სპეცსამსახურის დავალებით მოქმედებდნენ და მათი მიზანი ესტონეთის საზოგადოებაში შიშისა და დაძაბულობის შექმნა იყო.
„ესტონეთმა წარმატებით შეაჩერა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის ჰიბრიდული ოპერაცია ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენ ვიცით, რომ კრემლის სამიზნე ჩვენი დემოკრატიული საზოგადოებაა. ჩვენი პასუხია: იყავით ღია და გამოავლინეთ მათი მეთოდები. ეს არის გზა, რათა შევაჩეროთ მავნე ქმედებები და გავხდეთ გამძლეები“, - წერს კალასი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press