რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ უკრაინაში მებრძოლ ქართველ მამუკა გაწერელიას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის გენერალური პროკურატურის Telegram არხზე ვრცელდება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ "2022 წელს გაწერელია ჩავიდა უკრაინაში, სადაც მან დადო კონტრაქტი უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან და გაგზავნილ იქნა მარიუპოლში. იმყოფებოდა მრავალსართულიანი სახლის ბინაში, საიდანაც მან ცეცხლი გაუხსნა რუსეთის ოთხ სამხედრო მოსამსახურეს, რომელთაგან სამი გარდაიცვალა".
მამუკა გაწარელია დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (თავდასხმა სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლეზე, რათა ხელი შეუშალოს აღნიშნული პირის კანონიერ საქმიანობას საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად) და რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის თ3 (დაქირავებულის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში).
"სახელმწიფო პროკურორის პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლომ გაწარელიას სასჯელის სპეციალური რეჟიმის აღმზრდელობით კოლონიაში მოსახდელად უვადო პატიმრობა შეუფარდა", - ნათქვამია რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.
საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ეროვნული ნა...
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა საკალათბურთო&nbs...
7 ივლისი იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღეა, რო...
საქართველოს ეროვნული კალათბურთის ყველა ნაკრები ...
5 ივლისი PLUS-ის დაბადების დღეა. ამ დღის აღსანი...
Mana press