აშშ დროულად რომ დაგვხმარებოდა, ავდეევკას არ დავკარგავდით, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
როგორც კულება აღნიშნავს, უკრაინის არმიაში იარაღის დეფიციტი შეიქმნა და ავდეევკაში მებრძოლებს უკან დახევა მოუწიათ იმის გამო, რომ აშშ-ის კონგრესში უკრაინისთვის დამატებითი დახმარების შესახებ გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
„ხალხმა უნდა გაიგოს ერთი მარტივი რამ. კანონის მიღება მნიშვნელოვანია, მაგრამ ამის შემდეგ დრო სჭირდება მასალების ფრონტზე გაგზავნას. მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ ლოჯისტიკა, მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენი ჯარისკაცები თმობენ სიცოცხლეს, ცხოვრობენ ფრონტის ხაზზე, იბრძვიან რუსეთის წინააღმდეგ“, - განაცხადა კულებამ.
ცნობისთვის, უკრაინის ქალაქი ავდეევკა რუსმა ოკუპანტებმა აიღეს, უკრაინული ჯარი პოზიციებს ქალაქის მისადგომებთან ამაგრებს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press