მე ჩემი თავისუფლება, სიცოცხლე დავაგდე ქართველი ერის ფეხებთან და ვუთხარი, რომ ახლა შეგიძლიათ, ეს აიღოთ, შეგიძლიათ, ხელში აიტაცოთ და გამოიყენოთ, როგორც ინსტრუმენტი იმედის დასაბრუნებლად,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიოში დღეს ბევრი ადამიანი საქართველოს იცნობს, როგორც "სააკაშვილის ქვეყანას".
"მე ვაპირებ, მტრის ჯინაზე ვიბრძოლო სიცოცხლისთვის, აუცილებლად ვიბრძოლებ თქვენთვის. ჩემთვის სიცოცხლე არაფერს წარმოადგენს. მე ჩემი თავისუფლება, სიცოცხლე დავაგდე ქართველი ერის ფეხებთან და ვუთხარი, რომ ახლა შეგიძლიათ, ეს აიღოთ, შეგიძლიათ, ხელში აიტაცოთ და გამოიყენოთ, როგორც ინსტრუმენტი, თქვენი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ჩვენს ამოსასუნთქად, ჩვენი სიამაყის, იმედის დასაბრუნებლად. აუცილებლად ასეც განხორციელდება. ყველაფერი გამოგვივა, მაგრად იდექით...
ყველამ იცით, საქართველოს არავინ იცნობდა ჩემამდე, დღესაც ძალიან ბევრი საქართველოს იცნობს, როგორც სააკაშვილის ქვეყანას. ჩემი შვილი იაპონიაში სწავლობდა და ყოველმა მესამე იაპონელმა საქართველოსთან ერთად იცის სააკაშვილი. არ ეწყინოთ დღევანდელ მოღვაწეებს, მაგრამ არცერთის გვარი და სახელი არავინ იცის, ივანიშვილის ჩათვლით. ივანიშვილს მარტო ახსენებენ სააკაშვილთან მიმართებით, როგორც სააკაშვილის მეციხოვნეს. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა, საქართველო გაბრწყინდება, სამართლიანობა აუცილებლად აღდგება. დარწმუნებული ვარ, წინ არის საუკეთესო დღეები",- განაცხადა ექსპრეზიდენტმა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე მიმდინარეობს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press