Foto

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტზე შეთანხმდა

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტზე შეთანხმდა. აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც ბორელი აღნიშნავს, ევროკავშირი ამატებს 200 პირსა და კომპანიას სანქციების პაკეტში, რომელიც უკვე 2 000-ზე მეტ სუბიექტს აერთიანებს.

"ჩვენ გვაქვს შეთანხმება მე-13 პაკეტზე! ჩვენ კიდევ ვამატებთ 200 პირსა და კომპანიას სანქციების პაკეტს, რომელიც უკვე 2 000-ზე მეტ სუბიექტს აერთიანებს. ამ პაკეტით, ჩვენ უფრო მკაცრ ზომებს ვიღებთ იმ სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც გვერდის ავლით არიან ჩართულები სამხედრო და თავდაცვით სექტორებში", - წერს ჯოზეფ ბორელი X-ზე.